სიტყვებს რა ჭკუა აქვთნუ უსმენ,

მისმინე მე.

სიტყვებს არ ვამბობ,ასე მინდა გესმოდეს.

დღეს დავაზუსტე ჩემი ოცნებები.

მოდი დღე დავგეგმოთ,

ერთმანეთს არ ვუთხრათ ყველაფერი,

გვეგონოს, რომ ერთმანეთში კიდევ დაგვრჩა რამე უცხო.

მოვატყუოთ თავები და გულები.

ფორმას  იცვლის შენი სიმართლე,

ჩემი სიმართლეც.

მაინც შენი ექიმი და პაციენტი ვარ.

დავსველდი.

შენც დასველდი.

წვიმს და იწვიმოს,

ან წვიმის წვეთებს რა ჭკუა აქვთ.

We will be victorious…

Posted: მარტი 5, 2010 in Uncategorized
იმდენი გეგმა მაქვს, იმდენი სურვილი ასასრულებელი, ვერაფრით დავუშვებ,რომ დედამიწა მაინც და მაინც მე ჩამაკვდეს ხელებში. ქარიშხალი,მიწისძვრა, ღერძიდან გადახრა და დღე-ღამის 24 საათიანი ხანგრძლივობის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს , რომ ჩვენი ლამაზი, ჩვენი საყვარელი, ერთადერთი და შეუცვლელი პლანეტა ცოცხალი და ჯანმრთელია,უბრალოდ ნერვები გავუFუჭეთ და ჯერ კიდევ  გვაქვს დრო რომ გამოვასწოროთ ჩვენი დანაშაული და წინასწარ გამოტირების ნაცვლად  მოვეფეროთ და ვანახოთ რომ ძალიან გვიყვარს და გვჭირდება.
ძალიან მინდა ერთხელ მაინც წავიდე ლამაზ და დიდ ტყეში სოკოს საკრეფად. ოგონდ წითლები რომ არის და თეთრი კოპლები რომ აქვს, აი მაგის საკრეფად. მულტფილმებში რომ იყო ხოლმე ადრე. არა დაკრეფა რად მინდა, ისე წავალ. უბრალოდ ხის კალათები რომ არის(წითელქუდას ეჭირა ბებოსთან რომ მიდიოდა) აი მაგით მინდა წასვლა და რა ჩAვალაგო მაგაში? ნუ, კარგი, სოკოებს დავათვალიერებ და კალათაში რკოს
შევაგროვებ? (რკო რად მინდა? )